ყველა სპორტული სიახლე

ბექა ვაჩიბერაძე: „უკრაინის რიგებში თამაში ვარჩიე“

„ბეტისის“ ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ  უკრაინის 21-წლამდელებში თამაში არჩია.

ამის შესახებ ფეხბურთელმა ინტერნეტპორტალ footboom.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

- ალექსანდრე გოლოვკოს ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრებში პირველად გამოგიძახეს. დებიუტს როგორ შეაფასებ?

- ასეთი შემადგენლობით უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები პირველად შეიკრიბა. ჩვენ ორი ძალიან სასარგებლო თამაში ჩავატარეთ, ერთმანეთი „ვიგრძენით“. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

-ავსტრიაში ჩატარებულ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში არენდარუკის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გაიმარჯვეთ. ის შეხვედრა როგორი აღმოჩნდა?

-პირველ ყოვლისა, ეს ჩვენი პირველი მატჩი იყო. ჩვენთვის დადებითი შედეგი მნიშვნელოვანი გახლდათ. თანაბარი თამაში იყო და გამარჯვება მით უფრო სასიამოვნოა.

- საქართველოსთან მატჩში გოლი ასევე ბოლო წუთებზე გაიტანეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეს მიაღწიეთ.

- საქართველოში განსხვავებული თამაში იყო, რომელი ჩვენთვის უფრო რთული აღმოჩნდა. ფრენა საკმაოდ დიდ ხანს მოგვიწია და პირველი მატჩის მერე დაღლილები ვიყავით. საქართველოს ბურთს უკეთესად აკონტროლობდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ამის მიუხედავად, მარცხს თავი დავაღწიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ხასიათი ვაჩვენეთ.

- ორივე მატჩი ცუდ ამინდში ჩატარდა. ეს გუნდის თამაშზე აისახა?

- რა თქმა უნდა, თამაში რთული იყო. თუმცა, ეს ფეხბურთია და საქმე ასარჩევად არ გაქვს.

- შენთვის არცთუ უცხო საქართველოს ნაკრებთან თამაში და გოლის გატანა როგორი იყო?

- ადვილი არ იყო. მით უმეტეს, „ბეტისში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ამ მატჩზე მიწვევა მომივიდა, მაგრამ ვუპასუხე, რომ უკრაინის რიგებში ვითამაშებდი.

- ალექსანდრე გოლოვკო ახალგაზრდულის შეკრებაზ აქცენტს რაზე აკეთებდა?

- გოლოვკო უკრაინის 17 და 19 წლამდე ნაკრებებში მავარჯიშებდა. ამიტომ, მის მოთხოვნებს მიჩვეული ვარ და მესმის მწვრთნელს ჩემგან რა სურს.

- ბოლო პერიოდში „ბეტისის“ მეორე გუნდში სულ უფრო ხშირად თამაშობ. ადაპტაცია გაიარე?

- ესპანეთში ჩემი ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. იმ ამოცანებს ვასრულებ, რომლებიც დამისახეს. ესპანეთში ფეხბურთის მაღალი დონეა და მუშაობა საინტერესოა. პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელა ხუან მერინოსთან, ფეხბურთელებთან და კლუბის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საერთოდ, „ბეტისი“ იმით გამოირჩევა, რომ კლუბში ოჯახური ატმოსფეროა და ეს სასიამოვნოა.

 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ