
"ბარსელონა" არდა თურანს განაცხადში ვერ შეიყვანს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე არდა თურანის გამოყენებას მხოლოდ 2016 წლიდან შეძლებს.
Marca-ს ცნობით, ფიფაში კატალონიური კლუბის თხოვნას არ განიხილავენ და შესაბამისად თურქი მოთამაშის განაცხადში შეყვანაც ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ბარსელონა" სატრანსფერო დარღვევებისთვის დასაჯა და ახალი მოთამაშეების განაცხადში შეყვანა 2016 წლამდე აუკრძალა. თურანის განაცხადში შეყვანა ბარსელონელებს ტრავმირებული რაფინიას ნაცვლად სურდათ.