ყველა სპორტული სიახლე

კეილორ ნავასი ევროპაში „სეივებში“ ლიდერობს

მადრიდის „რეალის“ კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი 2015-2016  წლების სეზონში ევროპის 5 წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში „სეივების“ მიხედვით ლიდერია.

მიმდინარე სეზონში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ნავასის კარის მიმართულებით 113-ჯერ დაარტყეს და 30-ჯერ ბურთი კარის ჩარჩოში მოხვდა, ხოლო მეკარემ 27 დარტყმული მოიგერია და მხოლოდ 3 გაუშვა.

შედარებისთვის, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერის კარში 66-ჯერ დაარტყეს და კარის ჩარჩოში მოხვედრილი 19 ბურთიდან 15 გაანეიტრალა.

პსჟ-ს გოლკიპერ კევინ ტრაპის კარისკენ 80-ჯერ დაარტყეს, რომელთაგან კარში 30 მოხვდა და მან გუნდი 24-ჯერ გადაარჩინა.

„რომას“ მეკარე ვოიცეხ შჩესნის კარს 88-ჯერ დაემუქრენ და პოლონელმა 28 შესაძლებელიდან 22 „სეივი“ მიითვალა.

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ჯო ჰარტმა გუნდი 13-ჯერ გადაარჩინა და 4 გოლი გაუშვა, ხოლო მისი კარის მიმართულებით 69-ჯერ დაარტყეს.

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა, კარატე,

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ