
შეშლილი მაიკლის გიჟური დრიფტი ახალ ზელანდიაში (ვიდეო)
ყველსათვის კარგად ცნობილია, რომ ახალი ზელანდია არაჩვეულებრივი ბუნებითა და პეიზაჟებით გამოირჩევა. ასეთი ბუნება ყველას სიწყნარის და განტვირთვის ასოციაციას გვიქმნის და ეს ასეც იყო სანამ ამ წყნარ ბუნებაში გადარეული დრიფტერები არ გამოჩნდნენ.
გზების დანახვის შემდეგ ალბათ ყველა, ვინც ამ სპორტით არის გატაცებული მიხვდება, რომ ეს ის ადგილია, რაც მათ სჭირდებათ. მაიკლმა, დრიფტისთვის თავისი ერთ-ერთი ავტომობილი MADBUL' Mazda FD RX7 გამოიყენა. მაქსიმალური სიჩქარე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე 232კმ/სთ იყო, ზოგ მონაკვეთებზე კი ნერვებმა მაიკლსაც უღალატა.
პაატა ჯოხაძე