ყველა სპორტული სიახლე

ტალადეგაში NASCAR Sprint Cup ლოგანომ მოიგო

"პენსკეს" პილოტმა ჯოი ლოგანომ ტალადეგაში ჩატარებული NASCAR Sprint Cup-ი მოიგო. მეორე ადგილზე დეილ ერნჰარდტი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ჯეფ გორდონმა დაიკავა.

ლოგანომ მეორე რაუნდის საივე რბოლა მოიგო. ტალადეგამდე მან შარლოტის და კანზასის ეტაპებში გაიმარჯვა. მასთან ერთად ჩეიზის შემდეგი რაუნდის საგზური კევინ ჰარვიკმა, კურტ და კაილ ბუშებმა, კარლ ედვარდსმა, ჯეფ გორდონმა, ბრედ კეზელოვსკიმ და მარტინ ტრუეკსმა მოიპოვეს.

მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ დენი ჰემლინი, მეტ კენსეტი, დეილ ერნხარდტი და რაიან ნიუმანი. ნასკარი, ტალადეგა. 

1. ჯოი ლოგანო (Penske Ford) — 3:06:58 2. დეილ ერნჰარდტი (Hendrick Chevrolet) 3. ჯეფ გორდონი (Hendrick Chevrolet) 4. ბრედ კეზელოვსკი (Penske Ford) 5. კარლ ედვარდსი (Joe Gibbs Toyota) 6. პოლ მენარდი (Richard Childress Chevrolet) 7. მარტინ ტრუეკსი (Furniture Row Chevrolet) 8. კლინტ ბოიერი (Michael Waltrip Toyota) 9. რიკი სტენჰაუსი  (Roush Fenway Ford) 10. კურტ ბუში  (Stewart-Haas Chevrolet)

ფეხბურთი, ავტოსპორტი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ