ყველა სპორტული სიახლე

ჰოკეის ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

4 აპრილს, სტამბოლში საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მორიგი, მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგი 5:0 დაამარცხა (1:0, 3:0, 1:0) და მე-3 დივიზიონის მოგების შანსს ინარჩუნებს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში თურქეთთან 4:5 წააგო, შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინას 8:0, სამხრეთ აფრიკას კი 6:5 აჯობა.

ლუქსემბურგთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა არტიომ კოზულინმა, 2 გოლი არტიომ კურბატოვმა გაიტანა. ქართველ ჰოკეისტებს 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვთ და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩებიან. საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს 6 აპრილს, ჰონგ კონგის ნაკრებთან გამართავს.

ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ