ყველა სპორტული სიახლე

"დინამოს" დაგეგმილი გამარჯვება

სუპერლიგის 25-ე ტურში თბილისის "დინამომ" აუტსაიდერ "აკადემიას" იოლად სძლია - 94:66. 

ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა უპირატესობა სასტარტო წუთებიდან მოიპოვეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე იმარჯვეს. შესუსტებულმა "აკადემიამ" მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ მესამე პერიოდში გაუწია, რაც წარმატების მისაღწევად საკმარისი არ ყოფილა. "დინამომ" კი სატურნირო ცხრილში მესამეზე გადაინაცვლა და რეგულარულში პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებს. 

"დინამოს" შემადგენლობაში 17 ქულით საუკეთესო მაქსიმ კოვეჩევიჩი იყო, მიხეილ ბერიშვილმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. "აკადემიაში" 16 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა აკაკი ლომოურმა. 16 ქულა იყო მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე. 

დინამო - აკადემია 94:66

სრული სტატისტიკა

ურის დასკვნით შეხვედრაში კი "რუსთავმა" საკუთარ მოედანზე "ბათუმი" მიიღო და 1 ქულის სხვაობით დამარცხდა. რუსთაველთა შემადგენლობაში კვლავ კაილ ტერპინი გამოირჩეოდა, რომელიც 21 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, ხოლო მისმა ბათუმელმა ვიზავიმ, აკაკი დვალიშვილმა ყოფილ გუნდთან შეხვედრა 20 ქულითა და 18 მოხსნით დაამთავრა. 

რუსთავი - ბათუმი 68:69

სრული სტატისტიკა

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ