ყველა სპორტული სიახლე

აკაკი დევაძის დასახმარებლად საფეხბურთო ტურნირი გაიმართება

მოგეხსენებათ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მეკარის, აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. ამ მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები და ვეტერანი სპორტსმენები გაერთიანდნენ და გარკვეული თანხის ნაწილი უკვე შეგროვდა. დაგეგმილია ასევე სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტი. ჩვენ, აკაკი დევაძის შვილის მეგობრებმა, გადავწყვიტეთ ჩავატაროთ საქველმოქმედო ტურნირი მინი ფეხბურთში, სახელწოდებით "დევას თასი", რომელიც გაიმართება 14-17 აპრილამდე. მონაწილეობის მიღება ფასიანია და მონაწილე გუნდის სურვილის მიხედვით შეგროვებული თანხა სრულიად გადაირიცხება აკაკი დევაძის პირად ანგარიშზე. ტურნირში გამარჯვებული გუნდი მიიღებს სიმბოლურ თასს. გავერთიანდეთ სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ აქტიურად გვერდში დგომისთვის‪#‎keepcalmtbilisibar‬

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 596925925; 579949495. Facebook: ‪#‎გადავარჩინოთდევა‬#keepcalmtbilisibar

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც კომპანიებს ისე ამ იდეის გარშემო გაერთიანებულ ნებისმიერ გუნდს, რომლებსაც სურთ დაეხმარონ აკაკი დევაძეს.

საქართველოს ბანკი
მიმღები აკაკი დევაძე
ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
T: 0901901981 ზარის ღირებულება 1 ლარი

აკაკი დევაძის Facebook-ის ოფიციალური გვერდი 

ფეხბურთი, საქართველო,

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ