ყველა სპორტული სიახლე

ბურჯანაძის 3 და ცინცაძის 2 ქულა

საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში გიროგი ცინცაძის "რუანი" საკუთარ მოედანზე "რეიმსთან" დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა 80:89 წააგო. 

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე გატარებულ 17 წუთში საკუთარ გუნდს 2 ქულით, 3 პასით და 1 მოხსნით დაეხმარა. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი, რომელიც დიდი ალბათობით საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს, 16 აპრილს, "ლე მანთან" გამართავს. 

მორიგი სათამაშო დღე წარუმატებელი გამოდგა ბექა ბურჯანაძისთვისაც. ესპანეთის რანგით მეორე დივზიონის პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლი ქართველი კალათბურთელის "ლეიმა ბასკეტი" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "პლანასასთან" 76:79 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20 წუთი დაჰყო და მის ანგარიშზე მხოლოდ 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი იყო. მომდევნო მატჩს "ლეიმა ბასკეტი" "ლეიდასთან" გამართავს.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ