ყველა სპორტული სიახლე

ფორმულა 1-ის ვარსკვლავების პირადი ავტომობილები

ფორმულა 1-ის მრბოლელებს ავტოსპორტის მოყვარულები მათი ბოლიდებითაც ცნობენ, თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რა ავტომობილებს იყენებენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. 













ლიუის ჰემილტონი 

ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონის ავტოფარეხში ორი McLaren-ი – MP4-12C და P1-ია გაჩერებული. ასევე Mercedes SL65 AMG და SLS AMG Black Series.



მოგვიანებით მან LaFerrari, Pagani Zonda 760LH და Shelby Mustang GT500 შეიძინა, რომელიც 1967 წლის მოდელის ზუსტი ანალოგია. 



ნიკო როსბერგი 

"მერსედესის" კიდევ ერთი პილოტი მონტე-კარლოში Mercedes C63-ით და SLS AMG Roadster-ით დადის. ცოტა ხნის წინ მან 1970 წლის Mercedes-Benz 280 SL Pagoda შეიძინა. 

 



სებასტიან ფეტელი

აბუ-დაბის გრან-პრის მოგებისთვის 2009-ში სებმა Mercedes SL65 AMG Black Series მიიღო. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ის უპირატესობას BMW 320d-ს და BMW X3-ს ანიჭებს, ხოლო ოჯახისთვის მან Volkswagen T5 შეიძინა. 




კიმი რაიკონენი 

ფინელს Marcus Walz-ის ორი ბაიკის გარდა 600-ცხენიანი Ferrari Enzo ჰყავს. 



ვალტერი ბოტასი

"უილიამსის" პილოტმა "მერსედესისგან" საჩუქრად C63 მიიღო. 



ფელიპე მასა 

მონაკოში ბრაზილიელი Mercedes ML63-ით გადაადგილდება, ხოლო სამშობლოში E63-ით. მრბოლელს შავი LaFerrari-ც ჰყავს. 



ჯენსონ ბატონი

ფორმულა 1-ში ასპარეზობის დროს ინგლისელმა უამრავი სუპერქარის ყიდვა მოასწრო - McLaren MP4-12C, Ferrari Enzo, Bugatti Veyron, Nissan GT-R და Ford GT. ბატონი არასდროს არ ყოფილა ფერარის პილოტი, მაგრამ ბრენდის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა. Ferrari F40, Ferrari 550, Ferrari 355 და Ferrari 275 GTS Cabriolet მისი კოლექციის მთავარი ნაწილია. 



ფერნანდო ალონსო 

ფერარის რიგებში ყოფნის დროს ალონსომ ძალიან ბევრი ავტომობილის ყიდვა მოასწრო. მათ შორის იყო Maserati GranCabrio, Maserati Quattroporte, Ferrari 458, Jeep Grand Cherokee SRT და Fiat 500 Abarth. მაკლარენში გადასვლის შემდეგ კი P1-ზე გადაჯდა. 




ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ