ყველა სპორტული სიახლე

"ვითა" ვითიბი ლიგის ყველაზე სუსტი გუნდების მატჩში დამარცხდა

თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში უკანასკნელი საშინაო შეხვედრა "ასტანასთან" გამართა. ლიგის უსუსტესი გუნდების დუელი ყაზახური კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 63:52. 

თბილისლებმა პირველი მეოთხედი კარგად ჩაატარეს და მეტოქეს 22:15-საც ამარხებდნენ, თუმცა მეორე და მესამე პერიოდში თამაში ჩააგდეს, საერთო ჯამში მხოლოდ 17 ქულა მოიპოვეს, რასაც "ასტანამ" 39 ქულით უპასუხა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. "ვითამ" დასკვნით პერიოდში თამაშში დარუნება სცადა, მაგრამ სტუმრებმა თბილისელებს მხოლოდ სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "ვითელი" ირაკლი ჩლაიძე გახდა 19 ქულით, ხოლო "ასტანაში" 17 ქულით საუკეთესო ილინი იყო. 

ვითა - ასტანა 52:63

სრული სტატისტიკა

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ