ყველა სპორტული სიახლე

"დალას მავერიკსის" უიმედო მარცხი “კლიპერსთან“ (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანს და „დალას მავერიკსს“ კარგი შანსი ჰქონდათ პლეი ოფის საგზურის განაღდების, მაგრამ  ლოს ანჯელესში „კლიპერსთან“ 91:98 დამარცხდნენ და ახლა ყველაფერი რეგულარული გათამაშების დარჩენილ ორ ტურში გადაწყდება.

ტეხასელებს 41 მოგება და 39 წაგება აქვთ, უშუალო კონკურენტ “ჰიუსტონს“ კი - პირიქით, რადგან წუხელ გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. ფაჩულიას გუნდი ბოლო 2 მატჩში “იუტას“ და “სან ანტონიოს“  ეთამაშება, “ჰიუსტონი“ კი “მინესოტასა“ და “საკრამენტოს“.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულშ იყო, მოედანზე 17 წუთი გაატარა და ამ დროში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ