ყველა სპორტული სიახლე

გიორგი შერმადინის 12 ქულა და მარცხი "მურსიასთან"

საქართველოს ნაკრების ცენტრის გიორგი შერმადინის „ანდორამ“, „მურსიას“ უმასპინძლა და 86:91 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 15:44 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები 5-ჯერ დაარღვიეს.

„ანდორას” მაკედონიელმა ფორვარდმა ვოიდან სტოიანოვსკიმ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, მურსიელებს კი 20 ქულით ამერიკელი სკოტ ვუდმი დაეხმარა.

„ანდორა“ მარცხის შემდეგ მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა და პლეი ოფის ზონას დაშორდა, რადგან პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი გადის. შემდეგი მატჩი “ანდორას“ 17 აპრილს, მალაგაში ‘უნიკახასთან“ ელის.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ