ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას "დალასი" პლეი ოფში გავიდა! (ვიდეო)

საქართელოს ნაკრების კაპიტანი და მისი “დალას მავერიკსი“ პლეი ოფში ითამაშებენ. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ტეხასელები სოლტ ლეიკ სიტიში “იუტას“ ესტუმრნენ და პრინციპული გამარჯვება მოიპოვეს - 101:92.

დალასელებს როგორც ხშირად ამჯერადაც გერმანელმა ვარსკვლავმა დირკ ნოვიცკიმ ულიდერა - 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 23 ქულა ჩააგდო დერონ უილიამსმა, ვინც ტრავმის მოშუშების შემდეგ სათამაშო ფორმას იბრუნებს. ვესლი მეთიუზმა თანაგუნდელებს 20 ქულა მოუტანა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა: 5 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დააგროვა - 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„დალასს“ 42 გამარჯვება და 39 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. ტეხასელები რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში, 14 აპრილს „სან ანტონიოს“ შეხვედებიან. 

 

 

 

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ