ყველა სპორტული სიახლე

მარკოიშვილმა "ქარშიაქასთან" მოიგო

თურქეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა "ქარშიაქას" 78:67 სძლია. 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა რა დროშიც 6 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. 

მე-4 ადგილზე მყოფი "დარუშაფაკა" თურქეთის ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას 16 აპრილს "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ გამართავს. 

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ