ყველა სპორტული სიახლე

სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების მეორე სესია სეოკ-ში

12 აპრილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების მეორე სესია. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისა და მოწვეული სპორტის ექსპერტების მიერ განხილულ იქნა შემდეგი საკითხები :

- ოლიმპიური თამაშები - სტრუქტურა, წესები, ცერემონიები
- თანამედროვე კვლევის მეთოდები სპორტის მენეჯმენტში
- სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციები
- ოლიმპიური მოძრაობის განვითარება რეგიონში
- ადამიანური რესურსების დაგეგმვა, განვითარება, მართვა

მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პირველი სესიის პერიოდში განხილულ მათთვის საინტერესო თემებზე, როგორიცაა : მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ადამიანური რესურსების მართვა, PR საკითხები - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები და სხვა.

დღის ბოლოს სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა (კურსის დირექტორი) რუსუდან აფციაურმა უპასუხა მონაწილეთა შეკითხვებს, განიხილა საპრეზენტაციო მასალები და განსაზღვრა მომავალი შეხვედრის ამოცანები.

www.geonoc.org.ge

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ