ყველა სპორტული სიახლე

“დალასი“ პლეი ოფში მე-6 ადგილით გავიდა (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ რეგულარული ჩემპიონატი დასავლეთ კონფერენციაში 42 მოგებით, 40 მარცხით და მე-6 ადგილით დაასრულა, პლეი ოფში კი „ოკლაჰომა სიტი სანდერს“ შეხვდება. გამარჯვებული გუნდი, რომელიც 4 მატჩს მოიგებს მომდევნო წრეში გავა. ამ წყვილში მოედნის უპირატესობით კევინ დურანტის გუნდი ისარგებლებს, რომელიც 55 მოგებითა და 27 მარცხით, მე-3 ადგილზე გავიდა.

რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში “სან ანტონიოსთან“ ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში, ჯამში 30 წუთი ითამაშა და 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი “დალასი“ კი 91:96 დამარცხდა.

დალასელთაგან 22 ქულით რეიმონდ ფელტონი გამოირჩა, დირკ ნოვიცკიმ 19 ქულა დააგროვა, დერონ უილიამსმა კი 13.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ