ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ბარბაქაძის 35 ქულით "ქუთაისმა" "ოლიმპი" 26 ქულით დაამარცხა

სუპერლიგის მორიგი მატჩი 26-ქულიანი სხვაობით დასრულდა. ცხრილის ერთ-ერთმა ლიდერმა „ქუთაისმა“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ოლიმპს“ საბოლოოდ იოლად სძლია, თუმცა მესამე პერიოდამდე საკმაოდ თანაბარი და საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა.

„ოლიმპს“ მოტივაცია დაკარგული აქვს, თუმცა იოლად რომ არც ერთ თამაშს არ დათმობს, ცხადია. პირველი მეოთხედი ქუთაისელებმა მხოლოდ 2 ქულით მოიგეს, დიდ შესვენებამდე კი ლიდერობა 5 ქულამდე გაზარდეს. ოლიმპელებმა სტუმრებს წინააღმდეგობა ბოლო პერიოდის დაწყებამდე გაუწიეს, დასკვნით წუთებში კი იმერული კლუბის უპირატესობა აშკარა იყო და ათწუთეულის 34:15 მოგებით საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა - 103:77.

შეუჩერებელი იყო ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძე, რომელმაც საბოლოოდ  8-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 8-დან 5 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 35 ქულით დაასრულა. 14 ქულა ჰქონდა ივან მიკულიჩს, 12 ქულა დ 8 მოხსნა დაგროვდა ზაურ ფაშაევის ანგარიშზე. „ოლიმპში“ 23 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ლესლი სმიტი, რევაზ როგავას ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.

ამ გამარჯვებით ქუთაისელებმა ცხრილის სათავეში  პოზიციები გაიმყარეს, თუმცა ყველაფერი ბოლო 2 მატჩზეა დამოკიდებული. კოტე ტუღუშის გუნდი დარჩენილ ტურებში „ბათუმს“ და „დინამოს“ ხვდება და ამ მატჩების შემდეგ განაწილდება ცხრილში პირველი, მეორე და მესამე ადგილები.

სუპერლიგის 26-ე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 15 აპრილს ბათუმსა და რუსთავში გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ გუნდს მორიგ გამარჯვებას. რა თქმა უნდა იოლი თამაში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა რომ სხვაობა საკმაოდ დიდი იყო თამაშის ბოლოს. დასაწყისში, პირველ ტაიმში უკმაყოფილო ვიყავი თამაშით, რაც ტაიმებს შორის ვუთხარი კიდეც ბიჭებს. რადიკალური ზომების მიღება მოგვიწია, რომ შეგვეცვალა თამაშის მიმდინარეობა. ამ დროს მოდუნება დაუშვებელია, მით უმეტეს როცა ვიბრძვით დიდი მიზნებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ გუნდს. 

გია მაისურაძე („ოლიმპის“ მწვრთნელი): სამწუხაროდ წავაგეთ, ძალიან ბევრი ტრამვირებული გვყავს, მხოლოდ 7 კაცით მოგვიწია თამაში და შედეგიც სახეზეა. მომენტებში გვქონდა გამონათებები, მაგრამ ჩვენმა თამაშმა სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო და დავმარცხდით.

superleague.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ