ყველა სპორტული სიახლე

„ფრანს ფუტბოლი“:„კანკავა, დელიკატური ენის ბარიერი“

ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა“ საქართველოს ფეხბუთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტან და „რეიმსის“ ნახევარმცველ ჯაბა კანკავას სტატია მიუძღვნა სათაურით: „კანკავა, დელიკატური ენის ბარიერი“.

სტატიის ავტორი იუწყება, რომ საფრანგეთში ჩასულმა ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგული არ იცოდა და ინგლისურად საუბარიც უჭირდა. მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა „რეიმსში“ კანკავას მიერ ჩატარებული პირველი ვარჯიშები ღიმილით გაიხსენა:

„ფეხბურთს უნივერსალური ენა აქვს. კანკავას ინგლისურად საუბარი უჭირს. ის ჩემს ოფისში ხშირად მიმყავდა, რომ ინდივიდუალურ საუბრებში  განმემარტა მისგან რა მსურდა. ჩვენ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მის მენეჯერთანაც ვმუშაობდით, რომელიც ფრანგულად საუცხოოდ საუბრობს. იგი ჩემს ნათქვამს ქართულად უთარგმნიდა“.

„ფრანს ფუტბოლი“ იუწყება, რომ კანკავას ფრანგულის მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში „რეიმსის“ საწვრთნელ ცენტრ ბლერიოშიც მისულა.

„ჩვენ კვლავ ინგლისურად ვურთიერთობთ. მას პატარა ბლოკნოტიც აქვს, სადაც საკვანძო სიტყვები უწერია: „მარჯვენა“, „მარცხენა“ , „ის მიდის“. სიტყვები მნიშვნელოვანია“- თქვა გეგანმა. მან კანკავას შესახებ ისიც აღნიშნა, რომ ქართველმა ახალ ქალაქში ადაპტაცია სწრაფად გაიარა და უკვე შესამჩნევი ფიგურაა.

გეგანს სურს, რომ კანკავა ფრანგული ფეხბურთის არსს რაც შეიძლება მალე ჩაწვდეს:

„მან ჩვენს მიერ ჩატარებულ ორ მატჩს უყურა, ვიდრე „ნანტთან“ ითამაშებდა. ფრანგული ფეხბურთი ძალიან ინტენსიურია და რითმულია, იმ ქვეყნის ჩემპიონატებთან შედარებით, სადაც ფიქრისა და შეტევის ორგანიზებისთვის მეტი დროა. თავის პირველ შეხვედრაში მას ცოტა უსიამოვნება შეხვდა, მაგრამ პარიზში, ანჟერსა და ლილში ჩატარებულ თამაშებში მუდმივად პროგრესირებდა“.

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2019 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ