ყველა სპორტული სიახლე

თასის გათამაშების ფინალი 23 აპრილს გაიმართება

საქართველოს თასის გათამაშების ფინალი 23 აპრილს გაიმართება. ქართული კალათბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „სოხუმი“ შეხვდებიან. თასის გათამაშების ფინალს თბილისის სპორტის ახალი სასახლე უმასპინძლებს. სატიტულო მატჩი 23 აპრილს, 14:00 საათზე დაიწყება.

23 აპრილს დაგეგმილი იყო სუპერლიგის 27-ე ტურის 3 მატჩი, რომელთაგან 2 2 დღით ადრე - 20 აპრილს გაიმართება. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ამ დღეების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

20 აპრილი, სპორტის ახალი სასახლე
18:00 ოლიმპი - დინამო (სუპერლიგის 27-ე ტური)
19:45 სოხუმი - მგზავრები (სუპერლიგის 27-ე ტური)

23 აპრილი, სპორტის ახალი სასახლე
14:00 დინამო - სოხუმი (თასის ფინალი)
16:00 აკადემია - რუსთავი (სუპერლიგის 27-ე ტური)

superleague.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ