ყველა სპორტული სიახლე

FIBA ევრობასკეტიდან 14 ქვეყნის მოკვეთას აპირებს

ევროპულ კალათბურთში დიდი სკანდალი მწიფდება. უცხოური სააგენტოების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად FIBA ევროპამ დისკვალიფიკაციის წერილი კონტინეტის 14 ფედერაციას გაუგზავნა. 

სლოვენია, ხორვეტია, სერბეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა, ლიტვა, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი ევროლიგის მხარდაჭერის გამო 2017 წლის ევრობასკეტის გამოტოვების საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. საქმე იმაშია, რომ FIBA-ს ახალი პროექტი, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა, რომელმაც ინიციატორების აზრით ევროლიგა უნდა ჩაანაცვლოს, ხსენებული ქვეყნებისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. Eurobasket.com-ის ცნობით, ფედერაციებს გადაწყვეტილების შესაცვლელად დრო 20 აპრილამდე აქვთ. 

ევროპული საკალათბურთო ლიგების გაერთიანების, ULEB-ის მიერ ორგანიზებული ევროლიგა მიმდინარე სეზონში მეთექვსმეტედ ტარდება. FIBA Europe-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი სეზონის ჩატარება კი 2016/17 წლებში იგეგმება. პროექტის ავტორების ხედვით, ჩემპიონთა ლიგაში 16 გუნდის მონაწილეობა იქნება ოპტიმალური, რომელთა რიცხვი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 8-მდე შემცირდება და გათამაშება პლეი ოფის სისტემით გაგრძელდება

კალათბურთი, მსოფლიო, საინტერესო,

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ