ყველა სპორტული სიახლე

სანიკიძის 13 ქულა და ცინცაძის ბრძოლა ერთ-ერთ ლიდერთან

თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯი" ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "თურქ ტელეკომთან" დამარცხდა - 72:76. 

ქართველი ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანიკიძემ 34:22 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

8 მოგებითა და 18 წაგებით "თედ კოლეჯლერი" 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩში სანიკიძის გუნდი ანკარაში სტამბოლის "ბუიუქკეჩკემეჩს" უმასპინძლებს.

კარგი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა "რუანმა", რომლის ღირსებას გიორგი ცინცაძე იცავს. ქართველი კალათბურთელის გუნდი ერთ-ერთ ლიდერს, "ლე მანს" შეხვდა და ბოლომდე ებრძოლა, თუმცა 81:82 დამარცხდა. 

ცინცაძე მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა და შეხვედრა უქულოდ, ერთადერთი შედეგიანი გადაცემით დატოვა. უმაღლეს ლიგაში დასარჩენად "რუანს" დარჩენილ 5 შეხვედრაში 4-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება სჭირდება. მომდევნო ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდი 19 აპრილს "ლიმოჟს" შეხვდება.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ