ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულია პლეი ოფში ჩაერთო (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიას "დალასი" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში ჩაერთო. გამთენიისას, სერიის პირველ მატჩში დალასელები ოკლაჰომაში დამარცხდნენ - 70:108. 

გუნდისთვის წარუმატებლი შეხვედრა ფაჩულიას სასტარტოში არ დაუწყია. ზაზამ მოედანზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაშიც 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობით ფაჩულია დალასელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სერიის მეორე შეხვედრა ოკლაჰომაში 19 აპრილს გაიმართება, მესამე მატჩს კი უკვე დალასი უმასპინძლებს.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ