ყველა სპორტული სიახლე

ბურჯანაძემ რეგულარული შედეგიანი მატჩით დაასრულა

ესპანეთის მეორე ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ელიტაში ადგილი პირველადგილოსანმა "პალენსიამ" დაიბევა, ხოლო მეორე საგზურისთვის მომდევნო 8 პოზიციაზე გასული გუნდები პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას. მათ შორისაა ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტიც", რომელმაც რეგულარულის დასკვნით ტურში "ლეიდანს" სძლია - 100:86. 

ქართველმა კალათბურთელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ეთ-ერთი საუკეთესოც იყო საკუთარი გუნდის შემადგენლობაში. მოედანზე გატარებულ 17 წუთში ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.

"ლეია ბასკეტმა" რეგულარული მე-5 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში მე-6 პოზიციაზე გასულ "ბრეგანს" შეხვდება. სერია 22 აპრილს დაიწყება და 3 მოგებამდე გაგრძელდება.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ