
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე რიოს ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ბოლო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ. ეს მნიშვნელოვანი ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც სანდრომ წარმატებით იასპარეზა კონტინენტურ სალიცენზიო შეჯიბრებაში.
როგორც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დაავით სახვაძემ პრაღიდან გვაცნობა, ძირითადი ლიცენზიების გაცემა 4 აპრილს დასრულდა, მაგრამ მათ, ვინც ვერ მოხვდა 14 საუკეთესო სპორტსმენს შორის, მიეცათ დამატებით შანსი. ევროპის ზონიდან პრაღის ტურნირის 4 საუკეთესო მოფარიკავე იღებდა ლიცენზიას. სანდრო ბაზაძემ ქვეჯგუფში ხუთიდან 4 შეხვედრა მოიგო, ამის შემდეგ ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა ასპარეზობა. გადამწყვეტ ეტაპზე სანდრომ ესპანელ მოფარიკავეს 15-9 სძლია, ლიცენზიისთვის ბრძოლაში კი ისრაელის წამომადგენელი კონსტანტინ ვორონოვი 15-12 დაამარცხა.
www.geonoc.org.ge