ყველა სპორტული სიახლე

"ბრუკლინ ნეთსი" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ბრუკლინ ნეთსის“ თავკაცად დაინიშნა. წუხელ ბრუკლინურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტონი ბრაუნის ადგილს, რომელიც „ნეთსში“ დროებით მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, კენი ატკინსონი დაიკავებს.

ატკინსონი „ატლანტა ჰოუქსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და ის „ქორების“ თავკაცის, მაიკ ბუდენჰოლცერის ასისტენტი გახლდათ. ატკინსონს ეს პოსტი ბოლო 4 წელია, ეკავა და ატლანტელთა სამწვრთნელო შტაბში ის მიმდინარე პლეი ოფის დასრულებამდეც იმუშავებს, რომლის შემდეგაც ნიუ იორკში გადაინაცვლებს და „ბრუკლინ ნეთსს“ ჩაიბარებს.

48 წლის კენი ატკინსონი საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელი შტაბში 2005-08 წლებში მუშოაბდა. ის ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელების - გორდონ ჰერბერტისა და კენ შილდსის ასისტენტი გახლდათ. ამ მწვრთნელებმა კენი ატკინსონის დახმარებით ვერ მოახერხეს საქართველოს ეროვნული ნაკრების „ბ“ დივიზიონიდან „ა“-ში ანაცვლება და 2008 წლიდან საქართველო იგორ კოკოშკოვმა ჩაიბარა.

საქართველოსთან ერთად ატკინსონს სხვა ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის უკრაინის ნაკრებში მაიკ ფრატელოს ასისტენტიც გახლდათ, ხოლო გასულ წელს ფიბა-ამერიკის ჩემპიონატზე დომინიკის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ