ყველა სპორტული სიახლე

შერმადინის უქულო მარცხი

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგების კანდიდატმა, გიორგი შერმადინმა, მორიგ ტურში წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრის "ანდორა" მალაგაში, ადგილობრივ "უნიკახასთან" 71:82 დამარცხდა, გიორგიმ კი მოედანი უქულოდ დატოვა. 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და შეხვედრა 5 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. გიორგი 4-ჯერ სცადა ქულები მოპოვება, თუცა მისი ყველა ტყორცნა არაზუსტი გამოდგა. 

11 მოგებით და 17 მარცხით "ანდორა" მე-12 ადგილზეა და პეი ოფში გასვლის შანსი თითქმის დაკარგული აქვს. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 24 აპრილს "გრან კანარიასთან" გამართავს. 

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ