
ანატოლი ბოისა: "ვეცდებით, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ"
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ MySports.Ge "ქუთაისის" უკანახაზელს, ანატოლი ბოისას გაესაუბრა.
ანატოლი ბოისა: "სამწუხაროდ, დღევანდელი თამაში ისე არ წარიმართა როგორც ჩვენ გვინდოდა. დასაწყისში გამოჩნდა, რომ დაცვაში პრობლემები გვქონდა, რაც მატჩის მსვლელობისას მეტნაკლებად გამოვასწორეთ, თუმცა მოსაგებად ეს არ გვეყო. ახლა უკვე ჩემპიონატისთვის მოვემზადებით და ვეცდებით, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. ვულოცავ მეტოქეს ღირსეულ გამარჯვებას."
- დუდუ დადიანის მემორიალს როგორ შეაფასებდით?
- სასიხარულოა, რომ წელს ტურნირს საერთაშორისო სტატუსი მიეცა. ვისურვებდი, რომ მომავალში ამ გათამაშებაში მეტი უცხოური და ქართული გუნდი ჩაებას.
- რა იქნება თქვენი გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში?
- "ქუთაისი" რა თქმა უნდა ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.