ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას "ლაბორალი" ევროლიგის ოთხთა ფინალშია (ვიდეო)

მოსკოვის ცსკა-ს შემდეგ, ევროლიგის ოთხთა ფინალში თურქული "ფენერბაჰჩე" და ესპანური "ლაბორალი" გავიდნენ, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფორვარდი, თორნიკე შენგელია იცავს.  

სტამბოლელებმა მადრიდულ კლუბთან მოგებული ორი საშინაო შეხვედრის შემდეგ ესპანეთში გამართული სერიის მესამე მატჩიც მოიგეს და დამაჯერებლად გავიდნენ გადამწყვეტ ეტაპზე. ისევე როგორც ქართველი კალათბურთელის კლუბი, რომელმაც ათენში "პანათინაიკოსს" 84:75 სძლია. ტრავმირებულ შენგელიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

ამრიგად, გამოსავლენი დარჩა მხოლოდ მეოთხე ფინალისტი, რომელიც რუსული "ლოკომოტივი" ან ესპანური "ბარსელონა" იქნება. კატალონიელები 19 აპრილს სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. 

ვიდეო პანათინაიკოსი 75 - 84 ლაბორალი    
ვიდეო რეალი 63 - 75 ფენერბაჰჩე    
ვიდეო ბარსელონა 82 - 70 ლოკომოტივი

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ