
მარკოიშვილის სამიანები "ბეშიქთაშთან"
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტამბოლურ დერბიში "ბეშიქთაშთან" დამარაცხდა - 74:80.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:14 წუთი გაატარა. მანუჩარმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა 9 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით დაასრულა.
17 მოგებით და 9 მარცხით "დარუშაფაკა" მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 24 აპრილს, შინ "თურკ ტელეკომთან" გამართავს.