ყველა სპორტული სიახლე

მოცურავე თეიმურაზ კობახიძემ რიოს ლიცენზია მოიპოვა! (ვიდეო)

ქართველმა მოცურავემ თეიმურაზ კობახიძემ ბელორუსიის ღია ჩემპიონატზე, რომელიც რიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირიც იყო, 200 მეტი თავისუფალი სტილით ცურვაში 1:51.45 წუთში დაფარა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია დაისაკუთრა.

ბრესტში ჩატარებულ ტურნირზე თეიმურაზ კობახიძემ სალიცენზიო ნორმატივი სამი მეათედით გააუმჯობესა - 1:51.75 მეტრის ნაცვლად, 200 მეტრი  - 1:51.45 წუთში გაცურა.

კობახიძემ ბ ლიცენზია აიღო, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ერთი ლიცენზია გარანტირებული აქვს, თუმცა თუ სხვა ქართველი მოცურავე თუნდაც სხვა დისციპლინაში უკეთეს შედეგს აჩვენებს, მაშინ საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად რიოში ის წავა. საერთაშორისო ფედერაციის პოზიცია გასაგებია - მათი მიზანია ოლიმპიადაზე მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი სპორტსმენი გამოვიდეს.

ოლიმპიური, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ