ყველა სპორტული სიახლე

"ავტოდორი" - "ვითა" 20:0

თბილისის "ვითას" ვითიბი ლიგის უკანასკნელი შეხვედრა სარატოვში, ადგილობრივ "ავტოდორთან" უნდა გაემართა, თუმცა ფინანსური და საკადრო პრობლემების გამო რუსეთში ვერ გაემზავრა და ტურნირის რეგლამენტის თანახმად ტექნიკური მარცხი, 0:20 ჩაეთვალა. ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბისთვის ვითიბი ლიგაში მიმდინარე სეზონის სადებიუტო იყო. პაველ გოოგეს, მოგვიანებით კი ნიკოლაის მაზურსის შეგირდებმა რეგულარული ჩემპიოანატი უკანასკნელ პოზიციაზე 1 მოგებითა და 29 მარცხით დაასრულეს.

ფეხბურთი, კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ