ყველა სპორტული სიახლე

ლეგიონის წარმატებული მატჩები კვიპროსის თასზე (ვიდეო)

კვიპროსის თასის პირველი რაუნდის მატჩები გაიმართა. ''ომონიამ'' შინ 2:0 დაამარცხა ''პაეკი'' და მეორე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა მცველმა უჩა ლობჟანიძემ მატჩი სრულად ჩაატარა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=95&v=tAH_MIWGfU0

''ომონიას'' მსგავსად პირველი ეტაპი დაძლია ''ანორთოსისმა,'' რომელმაც შინ 9:0 დაამარცხა ''ელპიდა.'' მასპინძელთა შემადგენლობაში ირაკლი მაისურაძემ სრულად ითამაშა, გიორგი აბურჯანიას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე წარმატებით დაძლია პირველი ეტაპი შოთა გრიგალაშვილისა და ბექა ტუღუშის ''ახნასმა.'' ქართველი ფეხბურთელების გუნდმა სტუმრად 3:0 დაამარცხა მეორე დივიზიონის წარმომადგენელი  ლიმასოლის ''ზაკაკიოუ'' და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

 

ფეხბურთი, სამბო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ