ყველა სპორტული სიახლე

''საქართველოს რკინიგზა'' კალათბურთის ეროვნული ნაკრებებისა და სუპერლიგის გენერალური სპონსორია

სასტუმრო ''რედისონში'' საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ და ''საქართველოს რკინიგზამ'' ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, აღნიშნული კომპანია კალათბურთის ეროვნული ნაკრების, ასაკობრივი ნაკრებებისა და სუპერლიგის გენერალური სპონსორი გახდა.

მემორანდუმის მიხედვით საქართველოს რკინიგზა ფინანსურად დაეხმარება ეროვნულ, 16, 18 და 20-წლამდე ნაკრებებს. ფინანსური მხარდაჭერა ასევე მოიცავს ეროვნულ ჩემპიონატს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სკფ-ს პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

მიხეილ გაბრიჩიძე: ''საამაყო და მნიშვნელოვანი დღეა, მდიდარი და ძლიერი კომპანია გახდა კალათბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი.
 
იმედი მაქვს ხელშეკრულება ურთიერთსასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის და წელს ეროვნული ნაკრები გაგვახარებს.''

მამუკა ბახტაძე: ''ქართული კალათბურთის წარსულიდან, რელობიდან და სამომავლო მიზნებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

იმედი მაქვს თანამშრომლობა შედეგს მოიტანს და კალათბურთელები ქართველ გულშემატკივრებს გაახარებენ.''

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართულ სპორტში კერძო ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.

ფოტო:gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ