ყველა სპორტული სიახლე

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ''სპონსორები ქართულ სპორტში ბრუნდებიან''

სასტუმრო ''რედისონში'' საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ და ''საქართველოს რკინიგზამ'' ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, აღნიშნული კომპანია კალათბურთის ეროვნული ნაკრების, ასაკობრივი ნაკრებებისა და სუპერლიგის გენერალური სპონსორი გახდა.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართულ სპორტში კერძო ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:''საქართველოს რკინიგზა არაერთხელ დახმარებია ქართულ სპორტს, სპორტის სხვადასხვა სახეობებს.

ეს კომპანია დიდი კონტრიბუტორია ქართულ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე მისი ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მათ სურთ ეროვნულ საქმეს მოახმარონ ფინანსები.

ვხედავ ქართველი კალათბურთელების წარმატებას, თუმცა მხოლოდ ეროვნული თუ ასაკობრივი გუნდების წინსვლა არასაკმარისია, რადგან უმთავრესია ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება და ახალგაზრდა კალათბურთელების სწორად განვითარება.

ბოლო პერიოდში არაერთი სპონსორი დაინტერესდა ქართული სპორტით, ისინი ბრუნდებიან ქართულ სპორტში.''

ფოტო:gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ