ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მწვრთნელის მსოფლიო აღიარება (ვიდეო)

პარამკლავჭიდის მსოფლიო აკადემიამ საქართველოს პარამკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი წასიძე გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა. გიორგი წასიძის ხელმძღვანელობით 2015 წელს ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპუიონატებზე სულ 15 მედალი მოიპოვეს, რომელთაგან 3 უმაღლესი სინჯის იყო.

შესაბამისი ჯილდო წასიძეს ორი დღის წინ პოლონეთში ყოფნისას გადაეცა.

გიორგი წასიძის უკავშირდება, საქართველოში, შშმ-პირებს შორის სპორტის ამ სახეობის პროგრესი და განვითარება, რაც საერთაშორისო ფედერაციას უყურადღებოდ არ დარჩენია.

მსოფლიო აღიარების მიუხედავად, გიორგი წასიძეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ეროვნული ნაკრების წარმატებულად გამოსვლისთვის ჯერ კიდევ არ მიუღია.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

პარასპორტი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ