ყველა სპორტული სიახლე

“დალასი“ “ოკლაჰომასთან“ უშანსოდ დამარცხდა (ვიდეო)

ოკლაჰომაში გამარჯვების შემდეგ “დალასის“ გულშემატკივრებს, ალბათ იმედი გაუჩნდათ, რომ რიკ კარლაილის გუნდი უძლიერეს მეტოქეს დაამარცხებდა და მომდევნო ეტაპზე გავიდოდა, თუმცა ტეხასურმა მატჩმა ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა - კევინ დიურანტის და რასელ ვესტბრუკის გუნდმა შეხვედრა დამაჯერებლად 131:102 მოიგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

ერთი შეხედვით ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ რთულად წარმოსადგენია, ზაზა ფაჩულიას გუნდმა ეს სერია მოიგოს. ძირითად ხუთეულს რომ თავი დავანებოთ “ოკლაჰომას“ სათადარიგო სკამიც ბევრად სოლიდურად გამოიყურება, რაც პლეი ოფის მატჩებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ზაზამ 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. მოლოდინისამებრ, ოკლაჰომელებს კევინ დიურანტმა და რასელ ვესტბრუკმა ულიდერეს. პირველმა 34 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორემ - 26 ქულა და 15 პასი მიითვალა. სერიის მე-4 მატჩი კვლავ დალასში - 24 აპრილს ჩატარდება.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ