
კარგად ცნობილი და საიმედო Mercedes –Benz 190
ავტომობილი საშუალო კლასს მიეკუთვნება სერიული ნომრით W201, საზოგადოება კი ამ სახელით იცნობს - Mercedes-Benz E190.
ავტომობილის გამოშვება 1982 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 1983 წლიდან კი გერმანიაში ფრანქფურტის ბაზარზე 2,3-ლიტრიანი ბენზინის და დიზელის ძრავებით დაიწყო ავტომობილების გამოშვება.
1988 წლისთვის კი მერსედესმა ხუთი სხვადასხვა მოცულობის ძრავა გამოუშვა: 2.0 (102 და 118 ცხ.ძ), 2,3 (132 და 170 ცხ.ძ), 2,6 (160ცხ.ძ), ხოლო დიზელის ძრავები: 2,0 (72ცხ.ძ) და 2.5 (90ცხ.ძ) ასევე ტურბო დიზელის ძრავი 2.5 (122ცხ.ძ). რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ხსენებული ავტომობილი 4 და 5 საფეხურიანი ავტომატიკითა და მექანიკით გამოდიოდა.
ავტორი: პაატა ჯოხაძე