ყველა სპორტული სიახლე

ილიას ზუროსი საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს ელჩმა მიიღო

21 აპრილს, ათენში, საქართველოს საელჩოში შედგა საბერძნეთში საქართველოს ელჩის, ბატონ იოსებ ნანობაშვილის გაცნობითი შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ილიას ზუროსი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს იმ პერიოდში ჩაიბარებს, როდესაც საქართველოს ნაკრები ძალზე მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს.

ამდენად, ქართული საზოგადოების მოლოდინია, რომ ბერძენი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები შემდგომი პროგრესის დემონსტრირებას შეძლებს. ილიას ზუროსის განცხადებით, იგი აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და უაღესად მოხარულია, რომ მოუწევს საბერძნეთის დიდი ხნის  მეგობარი ქვეყნის, საქართველოს ნაკრების გაწრთვნა. ილიას ზუროსი, რომელიც საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს ხელმძღვანელობდა, საქართველოში გამგზავრებას მიმდინარე წლის მაისში გეგმავს. 

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს პრეს-სამსახური 

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ