ყველა სპორტული სიახლე

"ქუთაისმა" "ბათუმს" მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

ძალიან პრინციპულ მატჩს უმასპინძლა ქუთაისმა. რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად მებრძოლმა გუნდებმა - „ბათუმმა“ და „ქუთაისმა“ - ქუთაისში ითამაშეს. პირველ ადგილზე მყოფ აჭარულ გუნდს ქუთაისელებმა 76:73 მოუგეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

ქუთაისელთა ბოლო ტურის მეტოქე „დინამოა“, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც კოტე ტუღუშის გუნდი პირველობას გაინაღდებს დაპლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოენის უპირატესობა ექნება. ეს უპირატესობა ქუთაისელებმა დღეს „ბათუმის“ დამარცხებით მიიღეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარმართა. პირველი პერიოდი მასპინძელმა ქუთაიელებმა 31:20 მოიგეს, თუმცა მომდევნო პერიოდში ბათუმელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ათწუთეულის 23:5 მოგებით დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. მატჩი თანაბრად, ქულა-ქულა ბრძოლაში გაგრძელდა და ბოლო წუთებზე მეტად მობილიზებულმა მასპინძლებმა იმარჯვეს. გუნდური თამაშის წყალობით კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

ქუთაისელებს აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა - ზაურ ფაშაევმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. 10-10 ქულა მიითვალეს ბექა ბექაურმა და გიორგი ბარბაქაძემ. ბათუმელებში 15 ქულით ბომბარდირი ბესო ლეჟავა გახდა.

სუპერლიგის ბოლოსწინა, 27-ე ტური ხვალ, 23 აპრილს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, „აკადემია“ – „რუსთავის“ მატჩით დასრუდება.

superleague.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ