ყველა სპორტული სიახლე

რაიკონენი მომდევნო სეზონში ჩემპიონობას იმედოვნებს

"ფერარის" პილოტი, კიმი რაიკონენი მომდევნო სეზონში ჩემპიონობას იმედოვნებს. ფინელი მრბოლელს სჯერა, რომ მომავალ წელს "მერსედესის" პილოტ ლიუის ჰემილტონს კონკურენციას გაუწევს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გრან-პრიზე ჰემილტონმა მესამე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

"ლიუისი და მისი გუნდი ძლიერები იყვნენ და ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვეს, თუმცა მომავალ წელს ჩვენ მათ დამარცხებას ვაპირებთ. მიმდინარე სეზონში სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც მომავალი წარმატების საწინდარია. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ", - განაცხადა რაიკონენმა.

ევროპა, ფეხბურთი, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ