ყველა სპორტული სიახლე

ბურჯანაძემ პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო

გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის მეორე ლიგის პლეი ოფი ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნიამ", რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის. 

პლეი ოფში ლაკორუნიელთა მეტოქე "ბრეგანია", რომელთანაც სერია 3 მოგებამდეა, გამარჯვებული კი ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.  პირველი მატჩი "ლეიმა ბასკეტმა" დიდწილად ქართველი კალათბურთელის შედეგიანი თამაშის წყალობით, 90:86 მოიგო. 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

სერიის მეორე შეხვედრა "ლეიმას" მოედაზე 24 აპრილს შედგება, შემდეგ კი თამაშები მეტოქის მოედანზე გადაინაცვლებს.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ