ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა

ტურნირის პირველ დღეს მასპინძელმა ჩინელებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1 ქულით წააგეს. აზიელთა ნაკრები ძალიან პერსპექტიულია და გუნდის წევრთა ნახევარი მინიმუმ 2 მეტრია.

სწორედ ჩინელებს შეხვდნენ ქართველები დღეს, „ატლას 2016“-ის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში. შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა, მესამე მეოთხედშიც ვერ გამოიკვეთა ლიდერი. მასინძლებმა ბოლო ათწუთეულში 11 ქულით იმარჯვეს და საბოლოოდ 88:75 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებში 29 ქულით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა დავით ლომიძემ, რომელმაც 14 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. მეორე ქართველი, რომელიც 10-ქულიან თამასას ასცდა, ლუკა ზაქრაძე გახლდათ. „მაკაბის“ 20-წლამდელთა გუნდისა და სუპერლიგელი „დინამოს“ წევრმა 15 ქულა დააგროვა.

ხვალ, 24 აპრილს, საქართველოს ნაკრები კვლავ ლიტვას დაუპირისპირდება, რომელთანაც გუშინ 60:69 წააგო.

18/20-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი „ატლასი 2016“
ჩინეთი 88:75 საქართველო
20:20, 19:21, 23:19, 26:15
საქართველო: გოგობერიშვილი (2), გოგნაძე (9), ფიფია, ლომიძე (29), ფევაძე (2), გვიანიძე, ცხოვრებოვი, კორსანტია (2), რევაზაშვილი (7), ზაქრაძე (15), გიორგაძე (9)

 gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ