ყველა სპორტული სიახლე

ცინცაძის გამარჯვება და სანიკიძის მარცხი

საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში გიორგი ცინცაძის "რუანმა" სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტს, "შოლეს" დაძაბულ შეხვედრაში სძლია - 90:87. 

ქართველმა უკანახაზელმა 20 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულით, 2 პასით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.

6 მოგებითა და 25 მარცხით "რუანი" ფრანგული ლიგის ბოლოსწინა საფეხურზეა და მის წინ მყოფ "ნანსის" 3 ქულით ჩამორჩება. 26 აპრილს, ცინცაძის გუნდი სტუმრად "ნანტერს" შეხვდება.

ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯმა" თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ისთანბულს" უმასპინძლა და 80:82 წააგო. მცირე ტრავმის გამო ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 4:31 წუთი ითამაშა და შეხვედრა 1 მოხსნით დაასრულა. 

8 მოგებითა და 19 წაგებით მე-14 ადგილზე მყოფი ანკარელები მომდევნო ტურში სტუმრად "ტრაბზონსფორს" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ