ყველა სპორტული სიახლე

ოლეგ კისელიოვი: "საქართველოში თამაში და გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა"

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ MySports.Ge გამარჯვებული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოლეგ კისელიოვს გაესაუბრა.

ოლეგ კისელიოვი: "ტურნირზე ჩვენმა კარგმა მეგობრებმა დაგვპატიჟეს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ჩვენთვის ეს ბალტიის ლიგისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპი იყო."

- ფინალურ მატჩს როგორ შეაფასებდით? 

- შეხვედრა საკმაოდ რთული გამოდგა. უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში შეცდომები დავუშვით და ბოლო წუთებზე დაძაბულობაც სწორედ ამით იყო გამოწვეული. საქართველოში თამაში და გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის ძალიან  სასიამოვნოა.

- სამომავლოდ თქვეს გუნდს რა მიზნები აქვს? 

- ბალტიის ლიგაში პლეიოფში გვსურს მოხვედრა, ხოლო ყაზახეთის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას ვგეგმავთ.

ფეხბურთი, კალათბურთი, საინტერესო, ვიდეო, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ