
გიორგი შერმადინის შთამბეჭდავი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში! (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველის „ანდორამ“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში სტუმრად “გრან კანარიასთან“ - 85:98 წააგო, მაგრამ ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო - თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 28:26 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა - 12-დან 10 ორქულიანი ჩააგდო და ერთი ზუსტი საჯარიმოც შეასრულა. 11 მოგებითა და 18 მარცხით “ანდორა“ “ხუვენტუდთან“ ერთად 12-13 ადგილებს იყოფს და საინტერესოა, რომ 1 მაისს სწორედ ამ გუნდს უმასპინძლებს.