ყველა სპორტული სიახლე

მარკოიშვილის გამარჯვება "თურქ ტელეკომთან"

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა თურქეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის "დარუშაფაკამ" "თურქ ტელეკომს"  76:69 სძლია.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მოედანზე 16:15 წუთით გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მაროიშვილმა 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი მიზანს ააცილა. 

18 მოგებითა და 9 წაგებით "დარუშაფაკა" მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში, 30 აპრილს გუნდი "ისთანბულს" შეხვდება.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ