
8 წლის ქართველის წარმატება და დაჯილდოება ''სტად დე ფრანსზე'' (ვიდეო)
საფრანგეთის 10-წლამდელთა ლიგის თასის საპასუხო ფინალურ მატჩში ''სტად დე ფრანსზე'' პსჟ-სა და ''ლილის'' დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა.
ორი მატჩის ჯამში საფეხბურთო დაპირისპირების გამარჯვებული ''ლილი'' გახდა, რომელმაც ფინალის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 3:1 მოიგო.
''ლილის'' შემადგენლობაში იასპარეზა 8 წლის ალექსანდრე ქუთათელაძემ. ასე რომ ქართველი მოთამაშე საფრანგეთის 10-წლამდელთა შორის საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.
ამავე დღეს საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში ლორან ბლანის პსჟ-მ 2:1 დაამარცხა ''ლილი'' და თასის მფლობელი გახდა.
იხილეთ სანდრო ქუთათელაძის თამაშის და დაჯილდოების კადრები