ყველა სპორტული სიახლე

ვითიბი ლიგამ საუკეთესო ქართველი კალათბურთელი დაასახელა

"ვითას" უკანახაზელი, ირაკლი ჩლაიძე ვითიბი ლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ კალათბურთელად დაასახელა. 

ვითიბი ლიგა უკვე მეოთხე წელია გათამაშებაში მონაწილე თითოეული ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელს არჩევს და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი გახდა. 

რეგულარულ ჩემპიონატში ჩლაიძემ "ვითას" შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ გატარებულ 26,3 წუთში 9,4 ქულას, 1,9 მოხსნას და 1,1 გადაცემას აკეთებდა. 

"ვითიბი ლიგის დონის ჩემპიონატში პირველად ვითამაშე. ნამდვილი გამოწვევა იყო ცსკა-ს, "ხიმკის" და "ლოკომოტივის" დონის გუნდებთან თამაში. დიდი მადლობა თანაგუნდელებსა და "ვითას" გულშემატკივრებს", - განაცხადა ჩლაიძემ. 

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ