
"კლივლენდი" და "სან ანტონიო" 1/4-ფინალში გავიდნენ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდმა" და "სან ანტონიომ" 1/4-ფინალური ეტაპის საგზურები მოიპოვეს.
"სან ანტონიომ" "მემფისს" სერიის ოთხვე მატჩი მოუგო და მეტოქეს შანსიც არ მისცა. ისევე როგორც "კლივლენდმა", რომელმაც "დეტროიტს" აჯობა.
3:1 გახდა ანგარიში "გოლდენ სტეიტისა" და "ჰიუსტონის" შეხვედრაში. "უორიორსს" ტრავმირებული სტეფ კარი დაუბრუნდა, რომელმაც სერიის მეოთხე მატჩში საკუთარ გუნდს 27-ქულიანი სხვაობით მოაგებინა, მაგრამ კვლავ დაშავდა ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.
დაძაბულად მიმდინარეობს "ბოსტონისა" და "ატლანტას" სერია, რომელშიც ანგარიში 4 მატჩის შემდეგ 2:2-ია.
დეტროიტი - კლივლენდი 98:100
(28:25, 24:28, 26:28, 20:19)
ანგარიში სერიაში - 0:4
ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 94:121
(29:29, 27:27, 20:41, 18:24)
ანგარიში სერიაში - 1:3
მემფისი - სან ანტონიო 95:116
(19:25, 26:22, 21:37, 29:32)
ანგარიში სერიაში - 0:4
ბოსტონი - ატლანტა 104:95
(24:21, 22:27, 24:25, 22:19, 12:3)
ანგარიში სერიაში 2:2